დღეს უკვე 24-ე დღეა, მესამე პრეზიდენტი საპატიმროში შიმშილობს. მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შესაფასებლად რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში კიდევ ერთი კონსილიუმი შედგა. მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი სხვადასხვა სპეციალიზაციის მედიკოსებთან ერთად საპატიმროში მივიდა და მიხეილ სააკაშვილის ანალიზის პასუხებს გაეცნო. ექიმების თქმით ამ ეტაპისთვის  მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა ის შეიძლება ნებისმიერ წუთას დამძიმდეს და საჭიროების შემთხვევაში აუცილებელია მისი მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანა.

პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე მიიჩნევს რომ მიხეილ სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში გადაყვანა მკვლელობის ტოლფასია. დღეს კი რუსთავის საპატიმროსთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციაა დაგეგმილი.

ამავე თემაზე:

ერთი სიტყვაც არ თქმულა სამოქალაქო კლინიკაზე. ტყუილს მოკლე ფეხი აქვს - მინისტრი ბრეგაძე
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი