"ქოც. ხელისუფლების რუსულ სქემებს მშვიდობიანად უნდა აღვუდგეთ წინ" | ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები სამეგრელოში ჩავიდნენ

გამოქვეყნდა:

სამეგრელოში, ბოლო ორი დღეა, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის გადაადგილება შეიმჩნევა. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დანაყოფები ყაზარმულ რეჟიმზე არიან გადასულები.

"მთავარი არხის" ინფორმაციით, გდდ-ის ხელმძღვანელებს სპეციალური აღჭურვილობა გადაეცათ, დაურიგდათ ნიღბები და გაზის ბალონები. 

ვითარების გასაცნობად სამეგრელოში ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები ჩავიდნენ. ისინი ამბობენ, რომ ხელისუფლება ოპოზიციას რუსული მეთოდებით ებრძვის. 

"რასაც თვლას ვადევნებთ სამეგრელოში, არის რუსული სქემები, რასაც ქოც. ხელისუფლება იყენებს. ახლა სიმშვიდეა, მაგრამ ვფიქრობ, ეს სიმშვიდე პირობითია და ვფიქრობ, ნებისმიერ წუთს უნდა ველოდოთ მთავრობისგან ძალიან გაუაზრებელ, სასტიკ ქმედებებს და ჩვენ მშვიდობიანად უნდა აღვუდგეთ წინ. ზუსტად ამისთვის ჩამოვედით ზუგდიდში", - ამბობს ნტისაოკუპაციო მოძრაობა "ძალა ერთობაშიას" დამფუძნებელი დავით ქაცარავა. 

ხელისუფლების ძალადობრივ და ზიზღის კამპანიაზე ამახვილებს ყურადღებას ანტისაოკუპაციო მოძრაობის კიდევ ერთი წევრი, მიშა ბალიაშვილი. 

"ჩამოხსნა ე.წ. ხელისუფლებამ ზიზღისშემცველი ბანერები და ცოცხალ არსებას, ღარიბაშვილს ატარებს ქუჩა-ქუჩა და აფრქვევინებს ზიზღს და ამის გამო 30 რიცხვში მიიღებს ლაწანს ზუგდიდელებისგან და არამარტო ზუგდიდელებისგან. ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანი მუშაობს პოლიციაში და პირველ რიგში თქვენ ხართ დაბადებული ადამიანებად და მერე ხართ მუნდირის მატარებელი და ეს მუნდირი არ არის პიროვნების ის წარმოადგენს სამშობლოს, რომელსაც თქვენ იცავდით იმ ოკუპანტისგან, ვინც დღეს საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებას მართავს",- ამბობს ბალიაშვილი. 

ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ "ქართული ოცნება" ყოველდღიურად კარგავს საყრდენს სხვადსხვა უწყებების სახით, ვინაიდან პოლიციის თანამშრომლები წნეხს ვეღარ უძლებენ. 

ავტორი: ნინო გიგაური 

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი