ზუგდიდში, პატრულ-ინსპექტორმა პროტესტის ნიშნად თანამდებობა დატოვა - ექსკლუზივი

გამოქვეყნდა:

ყოფილი ძალოვანების წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაციის გამო, ზუგდიდში თანამდებობას პოლიციის კიდევ ერთი თანამშრომელი ტოვებს. 

"მთავარი არხის" ინფორმაციით, პატრულ-ინსპექტორმა ომარ არქანიამ სამსახურის წასვლის შესახებ განცხადება უკვე დაწერა და კანცელარიაში ჩააბარა. 

ინფორმაცია მისმა ადვოკატმა დავით ახალაიაც. 

ომარ არქანიას პროტესტი ხობის პოლიციის ყოფილი უფროსის, ლექსო რაფავას დაკავებას უკავშირდება. 

ამავე მიზეზით 21 ოქტომბერს თანამდებობა დატოვა ასევე სამეგრელო-ზემო სვანეთის სასაზღვრო პოლიციის სამმართველოს უფროსმა, რევაზ ლაზიშვილმა.

შეგახსენებთ, ხელისუფლებამ ყოფილი ძალოვნების წინააღმდეგ სპეცოპერაციების სერია 21 ოქტომბერს ღამით დაიწყო. ხობში ძალოვანების ჩასვლის შემდეგ დააკავეს ლექსო რაფავა. გაჩხრიკეს კიდევ ერთი ძალოვანის, რუსლან შამახიას სახლიც, საიდანაც სანადირო თოფები წაიღეს. იმავე დღეს, თბილისში კიდევ ერთი ყოფილი ძალოვანი, კუდ-ის უფროსის ყოფილი მოადგილე გიორგი დათიაშვილი დააკავეს. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ამ გზით ხელისუფლება მათი მხარდამჭერების დასჯას და დაშინებას ცდილობს.

ავტორი: ემა გოგოხია

ამავე თემაზე:

კუდ-ის უფროსის ყოფილი მოადგილე გიორგი დათიაშვილი მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა

"ასეთი უსუსური, შეშინებული მოსამართლე არ მინახავს" - ხობის პოლიციის ყოფილ უფროსს პატიმრობა შეუფარდეს

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი