სააკაშვილის ერთ-ერთი გეგმაა სიმულაცია, მათ შორის იმის, რომ შეუძლოდ არის - კობახიძე 

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ფიქრობს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელიც ციხეში უკვე 24-ე დღეა შიმშილობს, "სიმულირებს" და რეალურად თავს შეუძლოდ არ გრძნობს.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ეს ინფორმაცია თავად "ნაციონალური მოძრაობიდან" "გამოიტანეს".

"ყველა დაიღალა ამ სპეკულაციებით. ეს სპეკულაციები რა თქმა უნდა მოიმატებს მომდევნო 5-6 დღის განმავლობაში, რაც უფრო მეტად მივუახლოვდებით არჩევნებს. ვიცით, გვაქვს შიგნიდან, პარტიის ოფისიდან გამოტანილი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ სააკაშვილის ერთ-ერთი გეგმა არის რაღაც სიმულაცია, მათ შორის იმის, რომ შეუძლოდ არის და ა.შ. არჩევნებამდე ამ რაღაც კლოუნადის მომსწრე ვიქნებით. 30 ოქტომბერს არჩევნების მეორე ტური დასრულდება და შემდეგ უნდა გადავერთოთ სხვა რეჟიმზე. მიხეილ სააკაშვილი არის ერთ-ერთი პატიმარი და თან სხვებზე ბევრად უმძიმესი დანაშაულები აქვს ჩადენილი. დღის წესრიგიდან ეს საკითხი 30 ოქტომბრის შემდეგ საბოლოოდ უნდა მოიხსნას", - თქვა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მადგომარეობასთან დაკავშირებით მისმა ადვოკატებმა დღეს საგანგებო ბრიფინგი გამართეს. ბრიფინგზე "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ, იმ საფრთხეებზე ისაუბრა, რომელიც მესამე პრეზიდენტს ემუქრება და დეტალურად განმარტა, თუ რატომ არის დაუშვებელი მიხეილ სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში მოთავსება.

გარდა ამისა, ნიკა გვარამიამ აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში გადაყვანის შემთხვევაში, იგეგმება იმიტირებული "ბუნტი", რისი მიზანიც მესამე პრეზიდენტის ლიკვიდაციაა.

ამავე თემაზე: 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი