
რუსთავის პოლიციაში დაკითხვები გვიან ღამემდე გაგრძელდა - გამომძიებლების შეკითხვებს "ნაციონალური მოძრაობის" ნაცემმა მხარდამჭერებმა და მერობის კანდიდატმა, დავით კირკიტაძემ უპასუხეს.
უწყებას კითხვების "ოცნების" პარტიული აქტივისტების მიმართ არ გაუჩნდა. ადამიანები, რომლებიც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისს თავს დაესხნენ პასუხისგებაში არ არიან მიცემულნი.
იდენტიფიცირებულია ერთ-ერთი თავდამსხმელი ვასილ ბალახაძე - ე.წ ცოცხების აქციის ორგანიზატორი, რომელსაც "ოცნება" მაშველ რეპრესიულ რგოლად ხშირად იყენებს.
"იყვნენ პრვოკაციისთვის, უშუალოდ დათო კირკიტაძის წყობიდან გამოყვანა უნდოდათ. ეცადნენ, რომ ხელით წამოსულიყვნენ 3 გავეშებული პიროვნება. ვაკვირდებოდი ან ცივი იარაღი არ ჰქონოდათ, ან ქვა. დავინახე მოქნეული ხელი, დათო კირკიტაძეს ჩავუდექი და ეს მოქნეული ხელი მომხვდა მე. ბოლოს რომ წიხლი ამომარტყა ფეხი დავიჭირე და პირდაპირ ბალახაძე შემრჩა ხელში",- იხსენებს სერგო ხარაული ენმ-ის წევრი.
იხილეთ ასევე: