ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია ყოფილი პოლიციელების დევნა - შსს პოლიციის მაიორმა დატოვა

გამოქვეყნდა:

ძალოვანების დემარში გრძელდება -გომელაურის უწყებას თანამშრომლები ტოვებენ. თანამდებობა დატოვა სამეგრელო-ზემო სვანეთის საპატრულო პოლიციის პატრულ -ინსპექტორმა, პოლიციის მაიორმა გიორგი ბერიშვილმა, ასევე კრიმინალური პოლიციის თანამშრომელმა ჯიმი გაგუამ.

სოლიდარობას ვუცხადებ ჩემს მეგობარ ლექსორ რაფავას, რის გამოც ვტოვებ სამეგრელო- ზემო სვანეთის საპატრულო პოლიციას, ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია დევნა ყოფილი პოლიციელების მიმართ - განაცხადა საგანგებო ბრიფინგზე შენგელიამ. 

სამეგრელოში ხელისუფლებამ ყოფილი ძალოვნების წინააღმდეგ სპეცოპერაციების სერია 21 ოქტომბერს, გვიან ღამით დაიწყო. არსებული ინფორმაციით, ხობში, საგანგებოდ ჩავიდნენ და ოპერაციას ხელმძღვანელობდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ბედოიძე და კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი მამუკა ჭელიძე.

დააკავეს ყოფილი ძალოვანი ლექსო რაფავა,  ხოლო ზუგდიდში გაჩხრიკეს ასევე ყოფილი პოლიციელის,  რუსლან შამახიას სახლი.

სპეცოპერაცია ჩაატარეს თბილისში და დააკავეს კიდევ ერთი ყოფილი ძალოვანი გიორგი დათიაშვილიც. ბრალდების მხარის მტკიცებით, დათიაშვილის ბინის ჩხრეკისას პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღი, ორი ხელყუმბარა, 360 ვაზნა, ასაფეთქებელი ნივთიერებები და მოწყობილობები ამოიღო.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი