დაკეტილი საზღვრები და ფაქტობრივი კონფლიქტი უკრაინასთან | რატომ კეტავს "ოცნება" ქვეყანას მიხეილ სააკაშვილთან დაახლოებული პირებისთვის

გამოქვეყნდა:

დაკეტილი საზღვრები და ფაქტობრივი კონფლიქტი უკრაინასთან. "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ, დღეს ქვეყანაში არ შემოუშვა რამდენიმე უკრაინელი მოქალაქე და მათ შორის სახელმწიფო მოხელეები. პრობლემების კასკადი უკრაინის სახალხო დამცველის ვიზიტით დაიწყო, რომელიც თბილისის აეროპორტში რამდენიმე საათით, დაკითხვისთვის გააჩერეს.

მათ შორის იყო უკრაინის პარლამენტის 2 დეპუტატი. იულია კლიმენკო და ალექსანდრ კოვალჩუკი საქართველოში, როგორც ჩანს, მხოლოდ იმიტომ შემოუშვეს, რომ რადას დეპუტატები არიან.

"ქართული ოცნების" ბრძანებით, მესაზღვრეებმა საქართველოში არ შემოუშვეს და უკრაინაში გააბრუნეს ცნობილი ჟურნალისტები, რეფორმების სახელმწიფო საბჭოს თანამშრომლები, მიხეილ სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი და კიდევ რამდენიმე უკრაინის მოქალაქე. მეგობარი ქვეყნიდან ჩამოსული ყველა ის პირი, ვისაც მიხეილ სააკაშვილთან  ნაცნობობა აკავშირებს ხელისუფლებას აშინებს.

ამიტომაც ზომები გაამკაცრეს. ვისაც უკან არ აბრუნებენ, საზღვარზე საათობით ალოდინებენ ალბათ, ამათ შემოშვებაზე პასუხისმგებელი პირები ვიღაცასთან ამოწმებენ - უნდა ჩაურტყან თუ კონკრეტულ ადამიანს პასპორტში საქართელოში შემოსასვლელი ბეჭედი.

საქართელოში მიხეილ სააკაშვილთან მეგობრობისა და მისი მხარდაჭერის გამო არ შემიშვეს. საქართველოს მთავრობის მიერ, ამ ქვეყნის დიდი მეგობრისა და ჟურნალისტის არშემოშვება, ერთი საათით საზღვარზე გაჩერება და ახსნა-განმარტების გარეშე უკან გამობრუნება, საშინელი, სამსარცხვინო, ლაჩრული საქციელი და საერთაშორისო სკანადლია. ძალიან მრცხვენია, ჩემს საყავრელ ქვეყანაში, რომელიც განთქმულია, თავისი სტუმართმოყვარეობით, სტუმართმასპინძლობით, მრავალფაროვნებითა და სიკეთით, არ შემომიშვეს.

ეს არ იყო ქართველი ხალხის ნება, ეს ხელისუფლებაში მყოფმა ადამიანებმა გადაწყვიტეს. რუსთავის ციხეში მიხეილ სააკაშვილთან ინტერვიუს ჩაწერას ვგეგმავდი და ეს საიდუმლო არ ყოფილა, რადგან ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ - საქართველოს საგარეო უწყება ოფიციალურად მიმართა. ძალიან ვნრევიულობ ჩემს მეგობარ მიხეილ სააკაშვილზე. საქართველოს მთავრობას მინდა ვუთხრა, რომ თუ მიხეილ სააკაშვილს რამე დაემართება, ისინი ამ ცოდვას ვერასოდეს ვერ ჩამოირეცხავენ. უახლოეს დღეებში მთელი მსოფლიო დაინახავს უკრაინის მთავრობის მხრიდან საკუთარი მოქალაქის დასაცავად გადადგმული ნაბიჯების სიმტკიცეს.. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, - ამბობს დიმიტრი გორდონი.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი