
"რასაც ვლაპარაკობთ ერთ დღეს, მეორე დღეს გამოდის ღარიბაშვილი, მოაღებს პირს და მთელი ქვეყნის გასაგონად ლაპარაკობს იმავეს" - ამბობს საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი, ბექა ბასილაია, რომელმაც რუსთავის ციხეში მიხეილ სააკაშვილი მოინახულა. ამ საკითხზე მან ციხეში შესვლამდე ისაუბრა.
ბასილაიას თქმით, პენიტენციური სამსახური კლიენიტის კონფიდენციალურობის უფლებას არ იცავს და მათი ამოცანაა, რომ მიხეილ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრა ყველასთვის სმენადი და ყველასთვის ხილვადი უნდა იყოს.
ასევე ამბობს, რომ დაახლოებით 10 დღის წინ დაიწყეს შეტანილი და გამოტანილი ტესტების შემოწმება, რაზეც რეაგირება მოჰყვა ადვოკატების მხრიდა და სწორედ ამის პასუხი იყო ბადის გაბმა .
პენიტენციურმა სამსახურმა უკვე არაერთგზის დაარღვია მიხეილ სააკაშვილის ფუნდამენტური უფლებები. როგორც სამედიცინო, ასევე კომუნიკაციის ფარულობის თვალსაზრისით. მიხეილ სააკაშვილთან, რასაც ვლაპარაკობთ ერთ დღეს, მეორე დღეს გამოდის ღარიბაშვილი, მოაღებს პირს და მთელი ქვეყნის გასაგონად ლაპარაკობს იმავეს.
როგორც იცით, ჩვენ გვაქვს აბსოლუტური რწმუნება იმის, რომ დამონტაჟებულ "შტეფსელებში" არის მოსასმენი აპარატურა. იქ IT ოთახი არ არის, 4 "შტეფცელია'' შეხვედრების ოთახში. შესაბამისად ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ისე ვიკონტაქტოთ მიხეილ სააკაშვილთან, რომ მათთვის აღქმადი არ იყოს და გასაგები საადვოკატო საიდუმლოების ნაწილი.
რიგ შემთხვევებში, ჩვენ ფურცელზე ვწერთ გარკვეულ ტექსტს ისე, რომ კამერების თვალთახედვის არეში არ მოხვდეს და ვახდენთ ამ ტექსტის გადაწოდებას მიხეილ სააკაშვილისთვის.. ახლა ადგნენ და გააბეს ბადე, ეს რომ ვერ მოვახერხოთ.
ეს ნიშნავს ერთადერთს - ადვოკატისა და კლიენტის კონფიდენციალურობის უფლებას არ იცავს პენიტენციური სამსახური და ეს ნიშნავს, რომ ჩვენი მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრა ყველასთვის სმენადი და ყველასთვის ხილვადი უნდა იყოს ესაა მათი ამოცანა.
10 დღის წინ დაიწყეს ჩვენს მიერ შეტანილი და გამოტანილი ტექსტების შემოწმება, ჩვენ განვაცხადეთ პროტესტი და შემდეგ ვუზრუნველყავით, რომ კამერის თვალთახედივის არეში არ მომხდარიყო ტექსტი. ამის პასუხი იყო სწორედ ამ ბადის გაბმა, - ამბობს ბექა ბასილაია.
მესამე პრეზიდენტი რუსთავის ციხეში უკვე 28-ე დღეა შიმშილობს.
იხილეთ ასევე: