ქუთაისის მერობის კანდიდატის და "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის ინფორმაციით, სუს-ი აპირებს დასუფთავების სამსახურის 400 თანამშრომელს პირადობები ჩამოართვას.
დეკანოიძის თქმით, არსებობს კონკრეტული ფაქტებიც.
"მინდა გითხრათ ერთი ინფორმაცია, რომელსაც ალბათ ყურადღებით მოეკიდებით და პირდაპირი გაფრთხილება მივცე მუნიციპალურ სამსახურს, მათ შორის სუს-სს რომელმაც გადაწყვიტა, რომ დასუფთავების სამსახურის 400 თანამშრომელს ჩამოართვას პირადობის მოწმობები. ჩვენ გვიკავშირდებიან ეს ადამიანები, რამდენიმეს გადასცეს ჩვენი აქტიური ჩარევის შემდეგ, მაგრამ დაუყოვნებლივ გადაეცით უკან პირადობის მოწმობები, იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს ფაქტები და ამაზე აუცილებლად შევიტანთ მათ შორის პროკურატურაში საჩივარს", - თქვა ხატია დეკანოიძემ.
გარდა ამისა, დეკანოიძემ თქვა, რომ: