ცენტრალური საარჩევნო კომისია მედიასა და სოციალურ ქსელებში პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაცის ეხმაურება და წერს, რომ ფაქტით "მანიპულაცია ხდება".

უწყებაში ამბობენ, რომ მოქალაქე, რომლის 2 პირადობის მოწმობის ამსახველი ფოტოებიც გავრცელდა, ამომრჩეველთა სიაში მხოლოდ ერთხელ არის შეყვანილი, კონკრეტულად ნაძალადევის 85-ე საარჩევნო უბანზე.

"აღნიშნულმა პიროვნებამ ქორწინების შემდეგ 22 ოქტომბერს შეიცვალა გვარი და გადავიდა მეუღლის გვარზე. ამ დროისთვის კი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ცესკოსთვის უკვე გადმოცემული ჰქონდა ამომრჩეველთა განახლებული მონაცემები. შესაბამისად, 30 ოქტომბრისთვის ვერ აისახებოდა ახალი გვარით მისი მონაცემები ამომრჩეველთა ერთიან სიაში.  აღნიშნულის თაობაზე, შესაბამისი განცხადება გაავრცელა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომაც", - წერს ცესკო. 

კომისიაში ირწმუნებიან, რომ ამ პირს ხმის მიცემის შესაძლებლობა მხოლოდ ერთხელ ჰქონდა.

ამავე თემაზე: 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი