"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ანი წითლიძის თქმით, ის და მისი წარმომადგენელი ზუგდიდის 21-ე საარჩევნო უბანზე დააკავეს. ჯერჯერობით უცნობია, რატომ მოხდა მათი დაკავება.
"დაგვაკავეს მე და ჩემი წარმომადგენელი უბანზე იმის გამო რომ არ დავუშვით კარუსელი.
იყავით ფხიზლად უბნებზე და იბრძოლეთ!
ყველაფერი იქნება მაგრად. მალე შემოგიერთდებით!", - წერს ანი წითლიძე.
ცნობისთვის, ზუგდიდის 21-ე საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. ცოტა ხნის წინ უბნიდან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და კომისიის ერთ-ერთი წევრი გამოაძევეს.