დაძაბული მდგომარეობაა გონიოში, სადაც 91-ე და 92-ე საარჩევნო უბნებზე "ძველი ბიჭების" მობილიზებაა. ცოტა ხნის წინ მათ "ფორმულას" გადამღები ჯგუფის ავტომობილს ქვები დაუშინეს.
"ძველი ბიჭები" ჟურნალისტებს ფიზიკურად და სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. ადგილზე სამართალდამცავებიც იყვნენ მობილიზებულები, თუმცა დაპირისპირებაში არ ჩარეულან.
"ხელი თუ მოგკიდე მადლობა უნდა მითხრა, ზიზღი მაქვს ოპოზიციაზე" - უთხრა ადგილობრივმა "მთავარის" ჟურნალისტს.
ამავე თემაზე:
ავტორი: თეა ვაშალომიძე.