"მირეკავდა ქართული ოცნების წარმომადგენელი, რომ გამეყალბებინა არჩევნები" - კოორდინატორი ალაპარაკდა 

გამოქვეყნდა:

ქუთაისში ქართული ოცნების საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი, არჩევნების ჩატარებიდან 2 დღის შემდეგ  საუბრობს სქემაზე, თუ როგორ ჩატარდა არჩევნები ქუთაისში.

მისი თქმით, არჩვენების დღეს მასთან სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენლები დილის საათებში მივიდნენ და გადასცეს სპეცსიები, სადაც აღნიშნული იყო, როგორც მმართველი პარტიის, ასევე ოპოზიციის მხარდამჭერები. 

ასევე განუმარტეს, რომ ოპოზიციის მხარდამჭერი ამომრჩევლისთვის ბიულეტენი ისე უნდა მიეცა, რომ არჩევნების დასრულების შემდეგ ბიულეტენი ბათილად ყოფილიყო ცნობილი.

"მირეკავდა ქართული ოცნების წარმომადგენელი, რომ გამეყალბებინა არჩევნები. სხვა მოდიოდა, სხვისი სახელით, რომელიც უნდა მიმეღო და ეს არჩევნები უნდა გამეყალბებინა მე, თუ სხვას რა მნიშვნელობა აქვს, ჩემზე იყო დამოკიდებული. სანაცვლოდ მაძლევდნენ 70 ან 90 ლარი. - ამბობს ოცნების ყოფილი კოორდინატორი

მას შემდეგ რაც გაყალბების სქემაზე ხმამაღლა საუბარი გადაწყვიტა, კოორდინატორის თქმით, "ოცნების" წარმომადგენლებმა გაიგეს, შეეცადნენ ბრიფინგის ჩაშლას, დაემუქრნენ მას და მის ოჯახსაც და სცადეს მისი გატაცებაც.

 

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი