"კატეგორიულად მოვითხოვ იმედა კლდიაშვილის გათავისუფლებას" | ხატია დეკანოიძის საგანგებო ბრიფინგი

გამოქვეყნდა:

ქუთაისის მერობის საერთო ოპოზიციური კანდიდატი ხატია დეკანოიძე გუშინ, სუს-ის შენობასთან, პარტია "გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრის, იმედა კლდიაშვილის დაკავებას საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურა. 

მან აღნიშნა, კლდიაშვილის დაკავება კანონის დარღვევით მოხდა და ხელისუფლება მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდა.

"გუშინ, მთელი დღის განმავლობაში ქუთაისის შტაბში გვქონდა მძიმე მოცემულობა, როდესაც ქუთაისის 90-ე უბნის კომისიის წევრმა იმ სქემის გადმოცემა გადაწყვიტა, როგორ აძალებდა მას "ქართული ოცნების" წარმომადგენელი არჩევნების გაყალბებას, როგორ ემუქრებოდნენ. პრაქტიკულად კინაღამ მოგვტაცეს ეს ქალი ქუჩიდან პოლიციამ, სუს-მა და "ქართული ოცნების" კოორდინატორებმა.

როდესაც ეს ადამიანი მოვიდა შტაბში და ყველამ ვნახეთ, რა მძიმე მოცემულობას ჰქონდა ადგილი, დაიწყეს მუქარა ოჯახზე. იმედაც იქ იყო და აკვირდებოდა ამ ყველაფერს. მას შემდეგ რაც ეუთო-ოდირის წარმომადგენლებთან დაინიშნა შეხვედრა ამ რეპრესიებთან დაკავშირებით, კვლავ სუს-ის შანტაჟით ამ ოჯახმა გამოიარა ისევ ის უბედურება რაც წინა დღეებში და ეს შეხვედრა არ შედგა. ამის შემდეგ იმედამ გადაწყვიტა, გაეპროტესტებინა ეს ფაქტი სუს-ის შენობასთან, არაეფერი უკანონო არ გაუკეთებია, მაგრამ სუს-მა, პოლიციამ ყოველგვარი კანონის დარღვევით გადმოათრიეს მანქანიდან, დააკავეს და მთელი ღამის განმავლობაში არ გვქონდა საშუალება გაგვეგო, სად იმყოფებოდა.

მისი პროტესტი ემსახურებოდა შანტაჟსა და უბედურებას, რომელსაც ადგილი ჰქონდა ამ ოჯახის მიმართ და ზოგადად არჩევნების გაყალბებას, სადაც დიდი როლი ითამაშა სუს-მა. სუს-ი, როგორც რეპრესიული მანქანა, აგრეძელებს ამ რეპრესიებს. დღეს არის სასამართლო და ეს სასამართლო იქნება ისეთი, როგორ დავალებასაც მიიღებს იგი სუს-იდან და პოლიციიდან. ეს იყო უკანონო დაკავების ფაქტი. შესაბამისად, მე როგორც პირველ რიგში მისი მეგობარი, კატეგორიულად მოვითხოვ, ყოველგვარი პროცედურული წესების დაცვით, ადამიანი გათავისუფლდეს", - თქვა ხატია დეკანოიძემ.

მანვე ზუგდიდში სამოქალაქო აქტივისტების დაკავებასა და მათ მიმართ გამოვლენილ პროცედურულ დარღვევებზე ისაუბრა.

"მინდა ასევე გამოვეხმაურო ზუგდიდში აქტივისტების დაკავების ფაქტს. როდესაც დააკავეს გიორგი მუმლაძე, ნიკა ნარსია და კახა კვეკვესკირი, მას შემდეგ რაც მოტყუებით გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, არ აძლევდნენ საშუალებას დაცვის. უფლებადამცველებს არ ჰქნდათ საშუალება ისინი მოენახულებინათ და განეხორციელებინათ თავიანთი უფლებამოვალოებები. უფრო შემაშფოთებელია ის, რომ ამ ადამიანებს, 48 საათის გასვლის შემდეგ, როდესაც დაირღვა ყველანაირი პროცედურული ვადა, საშუალება არ ჰქონდათ სასამართლოში გადასვლის და პოლიციის განყოფილებაში ჩატარდა სასამართლო, რაც ყველანაირი თანამედროვე სტანდარტის დარღვევა და პრაქტიკულად, ადამიანის წამებაა", - აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.

ამავე თემაზე:

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი