სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეების შემდეგ, საერთაშორისო პარტნიორების საპასუხოდ შემუშავებულ წერილს უზენაესი სასამართლოს ორი მოსამართლეც გაემიჯნა.
ნინო ბაქაქური და ეკა გასიტაშვილი მოსამართლეთა ადმინისტრაციული კომიტეტის განცხადებას გმობენ და ამბობენ, რომ სასამართლო კორპუსმა პარტნიორების კრიტიკის ნაცვლად, სჯობს, რეკომენდაციები გაითვალისწინოს.
"საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები ნინო ბაქაქური და ეკატერინე გასიტაშვილი სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს კოლეგა მოსამართლეებს, რომლებმაც გამოხატეს საკუთარი პოზიცია მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის 2021 წლის 4 ნოემბრის განცხადებასთან დაკავშირებით.ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული მოსამართლის უფლება, გამოხატოს საკუთარი პოზიცია თავისუფლად და საჯაროდ.მიგვაჩნია, რომ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების წვლილი განუზომელია ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბებისა და სამართლებრივი სახელმწიფოს შექმნისკენ მის სწაფვაში. ისინი მუდამ მხარში უდგანან საქართველოს მოქალაქეებს სწორედ იმ ღირებულებების განხორციელებაში, რომლებიც წარმოადგენს ჩვენს ბუნებრივ მისწრაფებას სამართლიანობისკენ, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისა და სამართლის უზენაესობის დამკვიდრებისკენ, რითაც ჩვენ ისტორიულად ვართ ევროპული ოჯახის ნაწილი", - წერს ნინო ბაქაქური Facebook-ზე.
ამავე თემაზე: