"მივაწოდე ინფორმაცია ჩვენს მონიტორინგზე... გლდანის ციხეში პერმანენტულად ისმოდა გინება" | ბურჯანაძე აშშ-ის სახ.დეპის მაღალჩინოსანს შეხვდა

გამოქვეყნდა:

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი ერიკა ოლსონი, ოპოზიციის შემდეგ, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებსა და სახალდო დამცველის მოადგილეს შეხვდა.

ომბუდსმენის მოადგილე, გიორგი ბურჯანაძე ამბობს, რომ შეხვედრაზე მესამე პრეზიდენტზე ისაუბრეს და მან, როგორც სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელმა, დააყენა საკითხი მიხეილ სააკაშვილის შესაბამის სამედიცინო პროფილის კლინიკაში გადაყვანაზე. 

ბურჯანაძემ გლდანის მე-18 დაწესებულებაში პატიმრების ე.წ. შუმოკზე ისაუბრა.  

"ბუნებრივია, დღევანდელ რეალობაში გვერდს ვერ ავუვლით მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის საკითხს. მივაწოდეთ ინფორმაცია საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებასთან დაკავშირებით. ჩვენი მონიტორინგის შედეგების შესახებ. ისინი აკვირდებიან ამ პროცესს. 

მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაზე ჩვენი რეკომენდაციაა, რომ დროულად უნდა მოხდეს მისი გაყვანა შესაბამის სამედიცინო პროფილის კლინიკაში, სადაც უზრუნველყოფილი იქნება უსაფრთხოება და ღირსების შემლახავი მოპყრობისგან თავისუფალ გარემოში არსებობის შესაძლებლობა. 

პერმანენტულად გუშინ ჩვენი შესვლის დროს ისმოდა შეურაცხმყოფელი სიტყვები, ისმოდა გინება, ისმოდა ისეთი განცხადებები, რომელიც ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას იწვევს ადამიანზე და ეს ნებისმიერი პაციენტისთვის, რომელიც მკურნალობს ორმაგი და დამატებითი ტვირთია",- თქვა ბურჯანაძემ. 

 იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი