
საქართველოს მესამე პრეზიდენტი სასამართლოზე წარდგენის მოლოდინშია - ზუსტად 5 საათში თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესია ჩანიშნული. თუმცა ახლა მთავარი კითხვაა გამოაჩენს თუ არა "ქართული ოცნება" მესამე პრეზიდენტს საჯაროდ და გადაიყვანენ თუ არა მიხეილ სააკაშვილს სასამართლოს დარბაზში.
მესამე პრეზიდენტი პროცესზე დასწრებას ითხოვს. მისი უფლებადამცველები კი ამბობენ, რომ არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი, რომ მიხეილ სააკაშვილი საკუთარ სასამართლოზე არ დაუშვან. ახლა მთავარი ქართული ოცნების პოლიტიკური ნებაა.
ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი უკვე 41 დღეა შიმშილობს. იხილეთ ასევე: