
იუსტიციის სამინისტროსთან, ოპოზიციის მიერ გამართულ საპროტესტო აქციაზე ხმაური იყო. ადგილზე ერთმანეთს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი და კრიმინალური პოლიციის უფროსის მოადგილე, თემურ კუპატაძე დაუპირისპირდნენ.
დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ლევან ხაბეიშვილმა კონკრეტული დოკუმენტები გაასაჯაროვა და თქვა, რომ პოლიციის მაღალჩინოსანი 18 აპრილს შეძენილ ქონებას მალავს.
"თემურ კუპატაძე არის ჩვეულებრივი ზონდერ პოლიციელი, რომელიც დავალებებს იძლევა ამა თუ იმ აქტივისტის დაკავების, ნახა საზოგადოება როგორ აღელვდა, რატომ აღელვდა, აგერ მაქვს ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომელიც 18 აპრილით თარიღდება, მილიონობით ლარის ქონება როგორ იყიდა "კეთილსინდისიერმა" პოლიციელმა, აუხსნას სხვა პოლიციელბს, მათაც უნდათ სახლები, დაჩები, კარგი ცოხვრება, არ აქვთ უბრალოდ, იმ პოლიციელებს, რომლებსაც 1 000 და 1 200 ლარის ანზღაურება აქვთ, იმ პოლიციელბს აძლევს უკანონო დავალებებს მერე კუპატაძე", - თქვა ლევან ხაბეიშვილმა.
თავის მხრივ, თემურ კუპატაძემ ინფორმაცია უარყო და ლევან ხაბეიშვილს "პროვოკატორი" უწოდა.
"არაფერს არ ვმალავდი, ყველაფერი არის დეკლარაციებში მითითებული. შენ ხარ კეკლუცი მოცეკვავე კამერებთან, შენ ჩინოვნიკი რომ გახდები, ვერასდროს ვერაფერს ვერ გააკეთებ. ინტრიგანი, პროვოკატორი", - უთხრა მან ხაბეიშვილს.
ცნობისთვს დაპირისპირება და დაკავებები იყო ოპოზიციის მიერ გამართულ კიდევ ორ აქციაზე. სუს-თან პოლიციამ 20-მდე მოქალაქე, მათ შორის პოლიტიკოსები დააკავა. აქციის კიდევ რამდენიმე მონაწილე დააკავეს ჯანდაცვის სამინისტროსთან.
ამავე თემაზე: