პროცესის ჩანიშვნით 29-ში, მიხეილ სააკაშვილზე თქვეს, რომ ამ დროისთვის ის მაინც არ იქნება ცოცხალი - ნიკა გვარამია

გამოქვეყნდა:

პროცესის ჩანიშვნით 29-ში, მიხეილ სააკაშვილზე თქვეს, რომ ამ დროისთვის ის მაინც არ იქნება ცოცხალი. ეს არის დღევანდელი სასამართლოს გადაწყვეტილება - განაცხადა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში.

სასამართლო ცოტა ხნის წინ დასრულდა. მოსამართლემ მომდევნო პროცესი 29 ნოემბერს ჩანიშნა. უკვე დაწყებულ სასამართლოზე კი მოსამართლეებმა მესამე პრეზიდენტის ადვოკატები, ნიკა გვარამია და დიტო საძაგლიშვილი არ დაუშვა:

"29 ნოემბერს პროცესის ჩანიშვნა არის ცინიზმის მწვერვალი. მათ დღეს პრაქტიკულად სასიკვდილო განაჩენი გამოგვიტანეს შუამდგომლობაზე პროცესის ჩანიშვნით.

პროცესის ჩანიშვნით 29-ში, მიხეილ სააკაშვილზე თქვეს მათ, რომ ამ დროისთვის ის მაინც არ იქნება ცოცხალი და 29-ში განვიხილავთ მის საკითხს მის გარეშე იმიტომ რომ ცოცხალი არ იქნებაო. ეს არის დღევანდელი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელსაც ვეუბნები, მიხეილ სააკაშვილი იქნება ცოცხალი და თქვენ არ იქნებით მოსამართლეები. მაღლა მზე იქნება და ეს ასე იქნება. მიხეილ სააკაშვილი 29-შიც ცოცხალი იქნება, იმის მერეც და 29-მდე როგორმე თქვენი ხელისუფლება თუ მიგორდა, თავის სასამართლო ხელისუფლებიან ყველანაირი ხელისუფლებიანად, ამაზე იფიქროთ გირჩევნიათ.

პირობას გაძლევთ, 29 მიხეილ სააკაშვილის სიკვდილს თარიღი კი არ არის, თქვენი ხელისუფლების გადაშენების თარიღია 29 ნოემბერი - ამბობს ნიკა გვარამია

ნიკა გვარამია ამბობს, რომ ის, რასაც ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით აკეთებს, არ უქნია არც ერთ საქმეზე და ასეთ დარღვევებს ადგილი არ ჰქონია მათ შორის, არც შევარდნაძის დროს.

ამავე თემაზე:

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი