ჩვენთვის ცნობილია ახალი გარემოებები, რომლის გამოც უნდა დაგვეყენებინა რამდენიმე შუამდგომლობა - ნიკა გვარამია

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ნიკა გვარამიას ინფორმაციით, ცნობილია საქმის ახალი გარემოებები, თუმცა ის არ აკონკრეტებს რას გულისხმობს.

ნიკა გვარამიას თქმით, სწორედ ამიტომ მივიდნენ საქალაქო სასამართლოში მესამე პრეზიდენტის კიდევ ორი ადვოკატი და სურდათ პროცესზე შესვლა, თუმცა მოსამართლეებმა ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილეს: 

"ჩვენ აქ მოვედით იმიტომ, რომ ჩვენთვის ცნობილია ახალი გარემოებები, რომლის გამოც უნდა დაგვეყენებინა რამდენიმე შუამდგომლობა. მათ შორის, მოსამართლეების აცილების შუამდგომლობა, იმიტომ, რომ მნიშვნელოვანი გარემოებებია, რომლებსაც შიგნით მყოფი  ადვოკატები ამ ინფორმაციას არ ფლობდნენ და ამხელა შუამდგომლობას ვერაფრით ვერ გავაგზავნიდით ტელეფონით" - ამბობს ნიკა გვარამია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ მიხეილ სააკაშვილის მომდევნო პროცესი 29 ნოემბერს ჩანიშნა.

​დღეს კი მესამე პრეზიდენტს სასამართლოზე დასწრების უფლება არ მისცეს

ამავე თემაზე:

პროცესის ჩანიშვნით 29-ში, მიხეილ სააკაშვილზე თქვეს, რომ ამ დროისთვის ის მაინც არ იქნება ცოცხალი - ნიკა გვარამია
 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი