სასამართლო სხდომა მთავარი ბრალდებულის გარეშე. ოლიგარქიული რეჟიმი პოლიტპატიმარ პრეზიდენტს მურუსიძის სასამართლოში, კი არ აძლევს საკუთარი უფლებების დაცვის შესაძლებლობას.
"ოცნებამ", რომელიც ზეწოლითა და ფსიქოლოგიური ტერორით ცდილობს მოშიმშილე პრეზიდენტის განადგურებას, დღეს აბსურდული არგუმენტებით და მოგონილი საფრთხეებით იმართლებდა თავს, რატომ შეუზღუდა მიხეილ სააკაშვილის ფუნდამენტური უფლება.
მოშიმშილე პრეზიდენტი, არათუ სასამართლო სხდომას დაასწრეს, მისი დისტანციურად გამოჩენაც კი ოცნებისთვის პანიკის მიზეზია. ხმაურის ფონზე მთავარი პოლიტიკური საქმის განხილვა დღეს, ოთხი საათი გაგრძელდა.
ერთადერთი გადაწყვეტილება, რომელიც სასამართლომ მესამე პრეზიდენტის სასარგებლოდ მიიღო, იყო ის ,რომ გაუუქმა წლების წინ 7 ნოემბერს საქმეზე შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა, მაგრამ ისევ უცნობი დარჩა, როგორ და რა ფორმით შეძლებს მიხეილ სააკაშვილი მომდევნო პროცესებში მონაწილეობას.
ასევე იხილეთ: