უკანონო მოსმენების კიდევ ერთი პირდაპირი მტკიცებულება - მოძრაობა "სირცხვილიას" წევრები ექსპერიმენტს ატარებენ და სუსი ამ მახეში უმარტივესად გაება.
აქტივისტების სატელეფონო ზარებმა ძალოვანების მთელი მანქანა აამოქმედა და ხელისუფლებამ ათობით პოლიციელი მყისიერად გადაისროლა იქ, სადაც სინამდვილეში არანაირი აქცია და საპროტესტო მსვლელობა არ იგეგმებოდა.
ეს არ არის პირველი ექპსერიმენტი, რომელმაც სუსის უკანონო მიყურადება დაადასტურა. სამოქალაქო აქტივისტებმა, ოპერაცია სახელწოდებით "ვაჟა შეშა სირაძე" გასულ წელსაც ჩაატარეს.
პარლამენტთან მუყაოს ყუთებით მისულ აქტივისტებს, პოლიციის საგანგებო მობილიზება დახვდა, ამ შემთხვევაშიც ძალოვანი უწყება კიდევ ერთხელ ჩააგდო უხერხულ მდგომარეობაში და თავად პოლიციელებიც იცინოდნენ საკუთარ მდგომარეობაზე.
იხილეთ ასევე: