სასამართლო პროცესს აჭიანურებენ, რომ ჰქონდეს "მსუსხავი ეფექტი" | გორში დაკავებული აქტივისტები კვლავ იზოლატორში რჩებიან

გამოქვეყნდა:

გორში დაკავებული სამოქალაქო აქტივისტები ხელისუფლებას ისევ იზოლატორებში ჰყავს გამოკეტილი. "გირჩი მეტი თავისუფლებას" წევრებს სასამართლო პროცესები ამ დრომდე არ ჰქონიათ. ბადრი გრიგალაშვილი და ზურაბ ხომერიკი გორის წინასწარი დაკავების იზოლატორში უკვე 24 საათზე მეტია იმყოფებიან, თუმცა ისევ უცნობია, როდის გაიმართება მათი სასამართლო პროცესი. 

აქტივისტებს გამოძიება პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ედავებიან, რაც ჯარიმას ან ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს.

დაკავებულები ცოტა ხნის წინ მოინახულა უფლებადამცველმა, ლექსო მერებაშვილმა. 

"რა თქმა უნდა, უარყოფენ გადაცდომებს, მით უმეტეს მიაჩნიათ, რომ დაკავება იყო უკანონო და ისინი მოქმედებდნენ გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში...სამწუხაროდ შსს-მ გამოიყენა ახალი ჩანაწერი, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რომელიც 48 საათამდე პატიმრობის ვადას და ამ გზით გააჭიანურებს პროცესს, რომ ჰქონდეს "მსუსხავი ეფექტი" აქციის მონაწილეებზე და მომავალში თავი შეიკავონ საპროტესტო აქციებისაგან",- ამბობს ადვოკატი. 

ადგილზე იმყოფებიან ოპოზიციონერი ლიდერებიც, რომლებიც ამბობენ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები პროცესს ხელოვნურად აჭიანურებენ, რათა მათ საპროტესტო გამოსვლებში მონაწილეობა აღარ მიიღონ. 

შეგახსენებთ, გუშინ "გირჩი მეტი თავისუფლებამ" 6 ქალაქში სუს-ის შენობების შესასვლელები მანქანებით ჩაკეტა. ავტომობილებზე იყო წარწერები ვადამდელი არჩევნებისა და მესამე პრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით. პარტია ამბობს, რომ არჩევნები მოპარულია, ხელისუფლება კი არალეგიტიმური, ამიტომ უწყებების მოთხოვნებზე დამორჩილებას არ აპირებენ.

ამავე თემაზე: 

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი