მიუღებელია, რომ უკრაინის ომბუდსმენს ციხეში შესვლაზე უარი ეთქვა - ნინო ლომჯარია

გამოქვეყნდა:

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, მიუღებელია, რომ საკუთარი მოქალაქის სანახავად ჩამოსული უკრაინის ომბუდსმენი, ლუდმილა დენისოვა მიხეილ სააკაშვილთან ციხეში არ შეუშვეს. 

"რაც შეეხება ქალბატონ დენისოვასთვის უარის თქმას, ეს არის ძალიან გულდასაწყვეტი. ჩვენ სულ ცოტა ხნის წინ გავაფორმეთ ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი უკრაინის ომბუდსმენთან და მას ასევე ჰქონდა ძალიან კარგი, საქმიანი შეხვედრა იუსტიციის მინისტრთან, ჩემთვის მოულოდნელია და მიუღებელია, რა თქმა უნდა ის, რომ მას უარი ეთქვა, საკუთარი მოქალაქის მოსანახულებლად ჩამოსულ სახალხო დამცველს ციხეში შესვლაზე", - თქვა ნინო ლომჯარიამ. 

მისი თქმით, უკრაინის ომბუდსმენის აპარატს მხარს უჭერს და საქართველომ არა მხოლოდ როგორც მეგობარმა სახელმწიფომ, არამედ ქვეყანამ, რომელიც პატივს სცემს ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაციებს მაქსიმალურად უნდა შეუწყოს ხელი პროტესტის გამჭვირვალობას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი