"ბრძოლა ათჯერ უფრო დიდი შემართებით გრძელდება" | შიმშილობა ზუგდიდის საკრებულოს 5-მა წევრმაც შეწყვიტა

გამოქვეყნდა:

გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანაზე მიხეილ სააკაშვილის თანხმობის შემდეგ, ზუგდიდის საკრებულოს 5 წევრი შიმშილობას წყვეტს. ინფორმაციას "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ანი წითლიძე ავრცელებს. 

"5-დღიანი შიმშილობა გამარჯვებით დასრულდა. მიშა იცოცხლებს!! საბოლოო გამარჯვებამდე ბრძოლა ათჯერ უფრო დიდი შემართებით გრძელდება.

მაია კალანდია, მალხაზ ჯალაღონია, ხათუნა შამუგია, და კო, ირაკლი სორდია - მადლობა. ბათლომე შელია - შენ ყველა მოშიმშილის სახელით მადლობა",- წერს ანი წითლიძე.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის საკრებულოს 5-მა წევრმა საკრებულოს შენობაში შიმშილობა 15 ნოემბერს დაიწყო.

იხილეთ ასევე:

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი