სავარაუდოდ, "ოცნებამ" იცოდა, რომ სტრასბურგის სასამართლო ემზადებოდა დროებითი ღონისძიების გამოსაცემად - ლომჯარია

გამოქვეყნდა:

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს მორიგ გადაწყვეტილებას ეხმაურება და ამბობს, რომ მაღალია ალბათობა, რომ ხელისუფლებამ მიხიელ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო, რადგან იცოდა, რომ სასამართლო დროებითი ღონისძიებისთვის ემზადებოდა.

"მე რა თქმა უნდა, მტკიცებულებები არ მაქვს და არ ვიცი როდის მიიღო ხელისუფლებამ ოფიციალური დოკუმენტი სტრასბურგის სასამართლოსგან, თუმცა ვვარაუდობ, რომ მათ იცოდნენ, რომ სტრასბურგის სასამართლო ემზადებოდა მეორე, დროებითი ღონისძიების გამოსაცემად. იმიტომ, რომ მხარეს როგორც ჩანს, ამ შემთხვევაში სააკაშვილის ადვოკატებს წარდგენილი ჰქონდა სასამართლოში სახალხო დამცველის ექსპერტების მიერ გაცემული დასკვნა. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ მაღალია ალბათობა იმისა, რომ მათ რეალურად ეს გადაწყვეტილება მიიღეს, იმიტომ, რომ იცოდნენ, რომ სასამართლო დაეყრდნობოდა ამ ექსპერტიზის გადაწყვეტილებას",- თქვა ნინო ლომჯარიამ. 

სახალხო დამცველმა გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სტრასბურგმა 19 ნოემბერს დროებითი ღონისძიება გამოსცა და ომბუდსმენის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნაზე მითითებით სახლემწიფოს მიხეილ სააკაშვილის ადეკვატური მკურნალობა დაავალა. ამავე თემაზე: 

 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი