ნეტავ ახლა რას იტყვიან, რომ "ფეიკი" დასკვნა გახდა სტრასბურგის გადაწყვეტილების საფუძველი? - ომბუდსმენი "ოცნებაზე"

გამოქვეყნდა:

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მორიგ გადაწყვეტილებას ეხმაურება.

ომბუდსმენი Facebook-ზე წერს, რომ სტრასბურგმა მთავრობას მიხეილ სააკაშვილისთვის ადეკვატური მკურნალობის მიწოდება სწორედ ომბუდსმენის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნაზე მითითებით დაავალა.

"ნეტავ ახლა რას იტყვიან, რომ "ფეიკი" და არაპროფესიონალურად შესრულებული სამედიცინო დასკვნა გახდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველი?

სტრასბურგის სასამართლოს 19 ნოემბერს გამოუცია დროებითი ღონისძიება და სწორედ სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნაზე მითითებით მიხეილ სააკაშვილისთვის ადეკვატური მკურნალობის მიწოდება დაუვალებია სახელმწიფოსთვის", - წერს ნინო ლომჯარია.

ამავე თემაზე: 

სტრასბურგის სასამართლოს მორიგი გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილის საქმეზე | რა წერია დოკუმენტში

"თუ ამ "ფეიკ" დასკვნას მოჰყვა ის სცენარი, რომლისაც გვეშინია, შეიძლება, პასუხისმგებლობაც დადგეს" | კობახიძე ომბუდსმენს და ექიმებს დაემუქრა

"შეიძლება, მიკერძოებულები იყვნენ" - ომბუდსმენის და ექიმების "პასუხისმგებლობაზე" მდინარაძეც ალაპარაკდა

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი