"მთავარის" ინფორმაციით, საქართველოში გერმანიის ელჩის ცოლი გამოცემა Bild-ს უჩივის

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" ინფორმაციით, გერმანიის ელჩის მეუღლე გამოცემა Bild-ს სტატიის გამო სასამართლოში უჩივის. მიზეზი ღირსების შელახვაა.

სტატიაში ვრცლად არის საუბარი ევა მარია ქნიშის საქმიანობაზე, რომ ის დასაქმებულია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში, სადაც საკმაოდ დიდი ინვესტიცია აქვს ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ "ქართუ ბანკს".

გერმანიაში საქართველოს ყოფილი ელჩი, კოტე გაბაშვილი ამბობს, რომ გამოცემა Bild სტატიებს ჭორაობის დონეზე არ წერს და ეს შესაძლოა დიდი დიპოლომატიური სკანდალის დასაწყისი იყოს.

რაც შეეხება "ქართულ ოცნებას", ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ კანონიერ საქმიანობაზე არანაირი კითხვის ნიშნები არ შეიძლება გაჩნდეს.

"არანაირი კითხვის ნიშნები არ შეიძლება გაჩნდეს კანონიერ საქმიანობასთან მიმართებასი, არაფერი არ არის ფარული და ეს ადამიანი ღიად ამბობს იმას, რაც საჯაროა. როდესაც ბატონი ქნიშის განცხადება ვინმესთვის არ იყო მისაღები მას თავს დაესხნენ, ესეც არის ამ კამპანიის გაგრძელება. თქვენ გიწევთ ისეთი დემოკრატიული ქვეყნის წარმომადგენლებზე და აბსოლუტურად ისეთი ელჩების საქმიანობასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნების დასმა, რომლებსაც ერთადერთი მიზანი ამოძრავებთ საქართველოსთან მიმართებაში, დემოკრატიული განვითარება",- ამბობს ანრი ოხანაშვილი.

“ცუდი ეჭვები ელჩის მიმართ”- გერმანული გამოცემა Bild-ის სტატია საქართველოში გერმანიის ელჩთან ჰუბერტ ქნირშთან დაკავშირებით, გუშინ გამოქვეყნდა. სტატიაში სადაც საუბარია, გერმანიის ელის აშკარა კეთილგანწყობაზე "ქართული ოცნების" მიმართ და ამის მიზეზად, ელჩის მეუღლის ოლიგარქის უნივერსიტეტში დასაქმება სახელდება.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ვებგვერზე განთავსებულია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გერმანიის ელჩის მეუღლე ევა - მარია ქნირში ამ უნივერსიტეტში მოწვეული ლექტორია და კომპიუტერულ მეცნიერებებზე ლექციებს კითხულობს. 

საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ ეს უნივერსიტეტი საჯარო დაწესებულებაა, თუმცა ამ შემთხვევაში საყურადღებოა ის, რომ ბიძინა ივანიშვილს ქუთაისის საერთაშორისო უნივერისტეტში 1 მილიარდი ევროს ინვესტიცია აქვს ჩადებული. ამავე თემაზე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი