"არსად წავალთ, სანამ ეს ნაძირალა, ახალგაზრდა კომკავშირელი რიჟვაძე არ გადადგება" - საპროტესტო აქცია ბათუმში

გამოქვეყნდა:

ბათუმში ოპოზიციური პარტიების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის გადადგომა და იმ ადამიანების დასჯაა, რომლებიც საკრებულოს არჩეული დეპუტატის, ნუგზარ ფუტკარაძის მიმართა ზეწოლაში მონაწილეობდნენ.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ ნუგზარ ფუტკარაძის სიცოცხლე სწორედ სისტემამ შეიწირა და დიპლომატიურ კორპუსს საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ.

"აქ ჩვენ შევიკრიბეთ აჭარის მასშტაბით ყველა საკრებულოს წევრი. მინდა იცოდეს ბიძინა ივანიშვილმა და "ქართულმა ოცნებამ", კიდევ ერთხელ გიმეორებთ, არ გაპატიებთ! მოვუწოდებთ ყველა აკრედიტირებულ დიპლომატს საქართველოში, რომ დაინტერესდნენ. ნუგზარ ფუტკარაძე არის ადამიანი, რომელიც გაწირა სისტემამ. თქვენ ნახეთ ჩანაწერები, ეს ბაბუინები როგორ კლავენ ადამიანს. აქედან ფეხს არ მოვიცვლით, არსად წავალთ, სანამ ბოლომდე არ მივიღებთ კითხვებზე პასუხს. ეს ეს ნაძირალა, ახალგაზრდა კომკავშირელი რიჟვაძე არ წავა სახლში. ადამიანის ნერვებზე ნუ თამაშობთ! 24 საათი გავიდა და გამოძიებაც არ არის დაწყებული", - თქვა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რევაზ ხარაზმა. 

ცნობისთვის, ენმ-მ აუდიოჩანაწერები გუშინ გაასაჯაროვა. ჩანაწერის მიხედვითაც დგინდება, რომ ბათუმის საკრებულოს დეპუტატს ხელისუფლების წარმომადგენლები სხვადასხვა ფორმებით ემუქრებოდნენ, ასევე სთავაზობდნენ 100 000 დოლარს, რამდენიმე დღეში კი ნუგზარ ფუტკარაძე გულის შეტევით გარდაიცვალა.  

ამავე თემაზე:

"შაქარი მაქვს, სპაზმები მომცა...არანაირ ფულს არ ვიღებ...დამაძალებენ, მოჩხრიკავენ, მაგრამ რამეს ვერ იპოვიან...“ - ზეწოლა-შანტაჟის საქმის ახალი ჩანაწერი 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი