მირდატ ქამადაძე, გიორგი კირთაძე და ელგუჯა ბაგრატიონი რამდენიმე წუთის წინ მივიდნენ აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოში, სადაც ოპოზიციის ადგილობრივი ლიდერები ნუგზარ ფუტკარაძის საქმესთან დაკავშირებით, გამოკითხვაზე არიან დაბარებულები.
"ამ შენობაში უფროსი ვინც არის ყველამ კარგად იცის, ეს არის დავით რიჟვაძე, რა თქმა უნდა შორის ვართ იმ აზრისგან რომ ის, თორნიკე რიჟვაძის მამა საკუთარი თავის წინააღმდეგ გამოძიება ობიექტურად ჩაატარებს" ამბობს გიორგი კირთაძე.
აბსურდის თეატრი გრძელდება, გვიბარებს ადამიანი, რომელიც მკვლელობაშია ბრალდებული - ამბობს ელგუჯა ბაგრატიონი
ჯერჯერობით უცნობია, რა მუხლით დაიწყო შსს-მ გამოძიება, თუმცა ენმ-ს ლიდერები უწყებაში იმ აუდიოჩანაწერებით მივიდნენ, რომელიც გუშინ გახდა საჯარო.
იმის მიუხედავად, რომ ობიექტური გამოძიების იმედი არ აქვთ, ოპოზიციის ადგილობრივი ლიდერები აპირებენ მიაწოდონ ინფორმაცია სამართალდამცავ უწყებას.
ამავე თემაზე: