ხელისუფლება პოლიტიკური მიზანშეწონილობით მიიღებს გადაწყვეტილებას - ბასილაია მიხეილ სააკაშვილის სასამართლოში გადაყვანაზე

გამოქვეყნდა:

ხვალინდელ პროცესზე ვარაუდი იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილს გადმოიყვანენ, ვერაფერს დაემყარება იქიდან გამომდინარე, რომ ხელისუფლება კვლავ პოლიტიკური მიზანშეწონილობით მიიღებს გადაწყვეტილებას - ამბობს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი ბექა ბასილაია.

უფლებადამცველის თქმით, არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი, მიხეილ სააკაშვილი არ დაასწრონ მისსავე პროცესს, თუმცა მისივე თქმით, ხელისუფლება გადაწყვეტილებას პოლიტიკური შეხედულებით მიიღებს.

ექიმები ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილი სუსტადაა, თუმცა არა იმდენად, რომ სასამართლ პროცესზე დასწრება ვერ შეძლოს. ამასთან დაკავშირებით გუშინ განცხადებები გააკეთეს, როგორც "ემპათიას" დამფუძნებელმა, ისე მისმა მკურნალმა ექიმმა.

ე.წ. 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ხვალ, 29 ნოემბერსაა ჩანიშნული. 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი