"მთავარის" ექსკლუზიური ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის გამო, გუშინ დედაქალაქში სამართალდამცველები ოკუპაციის ხაზთან არსებული საგუშაგოებიდან წამოიყვანეს.
მთელი დღის განმავლობაში ადგილზე შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელთა მხოლოდ მინიმალური რაოდენობა რჩებოდა, თბილისში გადმოსროლილი კონტინგენტი უკან გვიან ღამით დააბრუნეს.
"პოლიციელების მოხსნა ოკუპაციის ხაზიდან, ეს ფაქტობრივად შეიძლება ითქვას, რომ მიღებული პრაქტიკაა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, გვახსოვს, 20 ივნისიდან მოყოლებული და შემდგომ პერიოდში, როდესაც დარბევები ხდებოდა პარლამენტთან. "ქართული ოცნების" რუსეთთან მიმართებით არ გაღიზიანების პოლიტიკის შედეგად, ჩვენი პოლიციელები უფრო ფორმალურად დგანან ოკუპაციის ხაზთან და რუსებს მაქსიმალურად შექმნილი აქვთ კომფორტის ზონა", - ანტისაოკუპაციო მოძრაობის "ძალა ერთობაშია" დამფუძნებელმა, დავით ქაცარავამ.
7 ნოემბრის ბრალდების საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში გუშინ, 29 ნოემბერს გაიმართა. პროცესს პირველად დაესწრო მესამე პრეზიდენტიც და მის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს უპასუხა.
ამავე თემაზე:
[ფოტო: ამერიკის ხმა]