
"თავიდან იყო 25 მილიგრამი, პროცესი რომ ახლოვდებოდა, დოზა ავიდა 200-ზე და უკვე შემდეგი უნდა ყოფილიყო 400..." - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია გორის ჰოსპიტლის დატოვების შემდეგ მიხეილ სააკაშვილისთვის დანიშნულ ფსიქოტროპულ წამლებთან დაკავშირებით საუბრობს.
უფრო სუსტად არის, ურჩევნია, რომ იწვეს... ისეთი ვეღარ არის როგორიც იყო აშკარად. ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა მე წინა ნახვაზე რომ ეს არ იყო უბრალოდ დაღლა, თითქოს მედიკამენტოზური იყო... ჰქონდა მას დანიშნული რაღაცა პრეპარატი, რომელიც ფსიქიურად დაავადებულებს ენიშნებათ. თავიდან იყო 25 მილიგრამი, მერე ეს გაიზარდა ნელ-ნელა დოზა და უკვე რომ ახლოვდებოდა პროცესი, ორი ექიმი იყო მოსული და გაოგნებულები დარჩნენ, დოზა ავიდა 200-ზე და უკვე შემდეგი უნდა ყოფილყო 400 მილიგრამი და ამის შედეგი იყო, რომ ექიმებმა უკვე საერთოდ აღარ იცოდნენ რა ექნათ, - ამბობს გიული ალასანია.
ცნობისთვის, ცენტრ "ემპათიას" ხელმძღვანელმა, მარიამ ჯიშკარიანმა გუშინ, 4 დეკემბერს თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილს. არასაჭირო ნეიროლეფსიური პრეპარატებს ასმევენ, მისი თქმით, პრეპარატი ფიგურირებს, როგორც რუსთავის დაწესებულების, ისე გორის ჰოსპიტალის სამედიცინო დოკუმენტაციაში.
ჯიშკარიანის თქმით, მსგავსი პრეპარატის არაადეკვატურად გამოყენება ფარმაკოლოგიურ წამებად ფასდება და მომხდარზე გამოძიება უნდა ჩატარდეს.
ჯიშკარიანის განცხადებას დღეს გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი, ნინო გოგორიშვილი გამოეხმაურა. თქვა, რომ მესამე პრეზიდენტი ფსიქოტროპულ მედიკამენტებს კოვიდინფექციის გადატანის შემდეგ, ექიმის დანიშნულებისამებრ იღებს და არავითარ ზედოზირებას ადგილი არ აქვს.
ამავე თემაზე: