სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის რიგით მე-6 საქმეზე ლილუაშვილის უწყებაში ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს გამოკითხვაზე ელოდებიან, თუმცა უკვე ცნობილია მელიას პოზიცია. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პოლიტიკურ თამაშში ოპოზიციის ლიდერი მონაწილეობას არ მიიღებს.
მმართველი გუნდი, რომელიც პოლიტიკური მოწინააღმდეგეების წინააღმდეგ მუდმივად იყენებს ძალოვან უწყებას დღეს იმის მტკიცებას ცდილობდა, რომ სუს-ი, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტი პატივისცემას იმსახურებს.
ლილუაშვილის უწყებიდან შეტყობინება ენმ-ს თავმჯდომარემ 4 დეკემბერს მიიღო. მისი გამოკითხვა,
სავარაუდოდ, ე.წ. სახელმწიფოს გადატრიალების მორიგი საქმის გამოძიების ფარგლებში სურთ.
იხილეთ ასევე: