
გერმანიის პროკურატურა საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებულისთვის უვადო პატიმრობას ითხოვს. ბრალდება მოითხოვს, ვადიმ კრასიკოვი დამნაშავედ ცნონ მკვლელობასა და იარაღის უკანონოდ ტარებაში.
ზელიმხან ხანგოშვილი 2019 წლის 23 აგვისტოს ბერლინის პარკში მოკლეს. მეორე დღესვე დააკავეს რუსეთის მოქალაქე კრასიკოვი.
გერმანიის ხელისუფლება სწორედ რუსეთის კვალს ხედავს ხანგოშვილის მკვლელობაში და აცხადებს, რომ ისინი გამოძიებასთან არ თანამშრომლობენ.