
"გირჩი მეტი თავისუფლების" წევრი, ნიკა მოსიაშვილი სასამართლომ 5 დღით პატიმრობაში გაუშვა. მიზეზი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობის წინ, საკუთარივე "შკოდის" ტიპის მანქანის დალეწვაა.
"ნიკა მოსიაშვილი / Nika Mosiashvili გაუშვა 5 დღით სასამართლომ ციხეში საკუთარი შკოდის დამტვრევისთვის
სუს-ის ღირსებას იცავს სისტემა", - წერს ზურა ჯაფარიძე.
იგივე საქმეზე, პარტიის კიდევ ერთი წევრი, ბორის ჩელე ყურუა 2 000 ლარით დააჯარიმეს.
ცნობისთვის, 16 სექტემბერს, სუს-ის შენობის წინ ვიდეოპერფორმანსს იღებდნენ, მათ ადგილზე მანქანა მიიყვანეს, რომელიც სიმბოლურად დალეწეს: "ასე დაიფშვნება სუს-ი".