კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტი „ძალიან მაღალ" გლობალურ რისკს წარმოადგენს - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ.
ჯანმოს განმარტებით, არსებობს გარკვეული მტკიცებულება, რომ ახალ ვარიანტს ვაქცინის დაცვისგან თავის არიდება შეუძლია, თუმცა მისი სიმძიმის შესახებ საკმაოდ შეზღუდული კლინიკური მონაცემები არსებობს.
ჯანმო-ს განმარტებით, არსებობს ადრეული ნიშნები იმისა, რომ ვაქცინირებული და ვირუსისგან განკურნებული ადამიანების ორგანიზმში „ომიკრონ“ ვარიანტით ინფიცირების თავიდან ასაცილებლად საკმარისო ანტისხეულები ვერ წარმოიქმნება, რაც გამოიწვევს გადაცემის მაღალ მაჩვენებელსა და "მძიმე შედეგებს".
იხილეთ ასევე: