"მოგიწოდებთ, გადადოთ ეს საკითხი რაც შეეხება რეკლამის და მედიის ნაწილს" | მედიამენეჯერები რეკლამების განთავსების ახალ რეგულაციებზე

გამოქვეყნდა:

პარლამენტში ლატარიის, აზარტული და მომგებიანი თამაშების შესახებ კანონში ცვლილებების განხილვა გრძელდება. პროცესს მედიამენეჯერებიც ესწრებიან, რომლებიც სატელევიზიო რეკლამის აკრძალვას აპროტესტებენ. ამბობენ, რომ ხელისუფლებამ კანონის ეს ნაწილი, დამოუკიდებელი ტელეკომპანიებისთვის ფინანსური პრობლემის შესაქმნელად გამოიგონა.

ტელეკომპანია კავკასიის დირექტორმა, ნინო ჯანგირაშვილმა პარლამენტს მოუწოდა, რომ კანონპროექტის განხილვა გადაიდოს და მისი აკრძალვის ნაცვლად გარკვეული რეგულაციებზე იმუშაოს.

"როცა რაღაც მარწყვების რეკლამა გადის რომელიმე არხზე, ის უფრო ეფექტურია, თუ როცა მათ საყვარელ სპორტსმენს, ახალგაზრდების კუმირებს აცვიათ მაისური სხვადასხვა ბეთების წარწერებით, ეს უფრო წამახალისებელი არ არის? მაშინ რატომ ვტოვებთ სპორტში.

მე მოგიწოდებთ და გთავაზობთ, რომ გადადოთ ეს საკითხი, რაც შეეხება მედიის და რეკლამის ნაწილს, მოგიწოდებთ ვიმუშაოთ შეზღუდვებზე",-თქვა ნინო ჯანგირაშვილმა.

ფორმულას დირექტორის, ზუკა გუმბარიძის თქმით კი აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება ქვეყნის პრობლემაა, თუმცა მისი თქმით, ამ შემთხვევაში, მსგავსი კანონი მედიისთვის შემოსავლის შემცირების მცდელობას უკავშირდება.

"ჩვენ მივეჩვიეთ, რომ როცა დაჩქარებული წესით ხდება სამაუწყებლო კანონის ცვლილება, უკავშირდება მედიისთვის შემოსავლების შემცირებას. ჩვენ ვიაზრებთ, რომ ლუდომანია არის პრობლემა ამ ქვეყანაში და ამას არავინ უნდა გაექცეს, თუმცა ასეთი ტიპის რეგულაციები არის გაუაზრებელი",-თქვა ზუკა გუმბარიძემ.

ამავე თემაზე:

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი