ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა რუსეთისთვის სწრაფ სანქციებს ეწინააღმდეგება | Bloomberg

გამოქვეყნდა:

გამოცემა Bloolmberg წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში, 
ევროკავშირის დიდი ქვეყნები რუსეთისთვის სანქციების სწრაფად დაწესებას ეწინააღმდეგებიან. გამოცემის ცნობით, გერმანია, საფრანგეთი, იტალია და ესპანეთი, მიიჩნევენ, რომ მანამ სანამ ეკონომიკურ სანქციებზე საუბარს დაიწყებენ, საჭიროა მოსკოვთან ლაპარაკი.

Bloomberg-ის ინფორმაციით, ნიდერლანდებისა და სკანდინავიის წარმომადგენლები ევროპის კომისიას სთხოვენ, რომ სანქციების შესახებ სავარაუდო დოკუმენტი, რაც შეიძლება მალე განიხილონ, თუმცა გამოცემას წყარო უყვება, რომ გერმანია ამის წინააღმდეგია და მიაჩნია, რომ პუტინის შემდგომ ნაბიჯებზე დაფიქრება უფრო ეფექტური იქნება. 

კიევისა და ვაშინგტონის ცნობით, უკრაინის საზღვართან 90 000-მდე რუსი სამხედროა თავმყორილი. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრას გეგმავს. აშშ-ს დაზვერვის ვარაუდით, რუსეთს რამდენიმე თვეში, 2022 წლის დასაწყისში უკრაინის წინააღმდეგ 175 ათასი ჯარისკაცის გამოყენებით, სამხედრო შეტევა შეუძლია.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი