ოლიგარქი ივანიშვილის მიერ ძალადობით დაგროვილი მილიონები | თენგო გოგოტიშვილის სიუჟეტი

გამოქვეყნდა:

თანამდებობის პირების მოსყიდვით, კომპანიების გაკოტრებით, ძალადობით და, შესაძლოა, საჭიროების შემთხვევაში, მკვლელობების დახმარებით დაგროვებული რუსული მილიარდები - საუბარია რუს ოლიგარქზე, ბიძინა ივანიშვილზე. 

და ამას მე არ ვსაუბრობ - ამაზე ლაპარაკობს რუსეთის უდიდესი რკინის კარიერის ყოფილი დირექტორი, ანატოლი კალაშნიკოვი, რომელმაც ამ ისტორიას 600-გვერდიანი წიგნი მიუძღვნა, სადაც დეტალურად აღწერს, როგორ წაართვეს ივანიშვილმა და მისმა პარტნიორმა მილიარდებად შეფასებული კომპანია. 

როგორც კალაშნიკოვი ყვება, ივანიშვილმა მოისყიდა უმაღლესი თანამდებობის პირები, ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლები, მათ შორის, იმ ოლქის გუბერნატორი, სადაც კარიერი მდებარეობს. 

მისი დახმარებით ივანიშვილმა და მისმა პარტნიორმა ჯერ ზეწოლა დაიწყეს, საბოლოოდ კი ძალადობით ჩაიგდეს ხელში აქციების დიდი ნაწილი - უზარმაზარი საწარმო მათ რეალური ღირებულების მხოლოდ 1% დაუჯდათ. 

კრიმინალური მეთოდებით კომპანიების იაფად ხელში ჩაგდება და შემდეგ ძვირად გაყიდვა ბიძინა ივანიშვილისთვის აპრობირებული მეთოდი იყო - მსგავსი მილიარდიანი მაქინაციები მას მანამდეც ჰქონდა ჩატარებული და მისი გამდიდრების გზას მოულოდნელ ვითარებებში დაღუპული ადამიანების კვალიც მიუყვება. 

აქედან ჩნდება სწორედ ეჭვი, რომ უკიდურეს შემთხვევებში ბიძინა ივანიშვილი კონკურენტთა ლიკვიდაციაზეც არ იხევდა უკან - მისი ერთ-ერთი მოადგილე ბანკ "როსიისკი კრედიტში" ციხეში ზის იცით რა დანაშაულისთვის? შეკვეთილი მკვლელობებისთვის - კონკურენტების თავიდან მოსაცილებლად ის მათ კლავდა. და ეს მკვლელობები ზუსტად იმ წლებში ხდებოდა, როდესაც ის ივანიშვილის მოადგილე იყო. 

თავად ივანიშვილმა, ჯერჯერობით, ყველა საქმიდან გამოძრომა მოახერხა და დღემდე ამტკიცებს, რომ 90-იანი წლების რუსეთში მილიარდები პატიოსანი ბიზნესით დააგროვა.

მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც უშუალო შეხება ჰქონდათ ოლიგარქის საქმიანობასთან რუსეთში და მის სურათს სულ სხვა ფერებში ხატავენ. მათ შორის არის ანატოლი კალაშნიკოვიც.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი