#თავისუფლებამიშას - დღეს, 21 დეკემბერს, 18:00 საათზე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" აქციას გამართავს. აქცია რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარედ გაიმართება.
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით 2021 წლის 1-ელ ოქტომბერს განაცხადა. მაშინ მან გაავრცელა Facebook-პოსტი და ვიდეოები და თქვა, რომ ბათუმში იმყოფებოდა.
მთელი დღის ძებნისა და არაერთი მტკიცებისა, რომ მიხეილ სააკაშვილი ცრუობდა და კურორტ
ტრუსკავეცში იმყოფებოდა, "ოცნების" ხელისუფლებამ და მისმა პრემიერმა მოსახლეობას მისი დაკავების შესახებ ინფორმაცია დღის ბოლოს მიაწოდა.
მას შემდეგ მიხეილ სააკაშვილი ჯერ რუსთავის, შემდეგ კი გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 50 დღის განმავლობაში შიმშილობდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის უკიდურესად დამძიმების შემდეგ, 19 ნოემბერს ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. მესამე პრეზიდენტმა იქ შიმშილობა შეწყვიტა და უკვე ერთ თვეზე მეტია, მკურნალობს.