
"ემპათიას" ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი დადებითად აფასებს იმ ფაქტს, რომ "ემპათიას" დასკვნა მიხეილ სააკაშვილის არაადამიანურ მოპყრობაზე, 7 ნოემბრის საქმეს დაერთვება.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლეთა კოლეგიამ დღევანდელ სხდომაზე მიიღო. გამოიკითხება, მარიამ ჯიშკარიანიც:
"ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომ ადგილობრივმა სასამართლომ მტკიცებულებად დაურთო ეს დასკვნა საქმის მასალებს. შესაბამისად, რა თქმა უნდა თუკი ჩვენ ვიქნებით სასამართლოს მიერ დაბარებული, გამოვიკითხებით სასამართლოზე და მივიღებთ მონაწილეობას ამ განხილვაში" თქვა ჯიშკარიანმა.
შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, 7 ნოემბრის ბრალდების საქმეზე მორიგი პროცესი დღეს ჩატარდა, სადაც ბრალდების მხარის ვიდეომტკიცებულებები გამოიკვლიეს.