
2022 წლიდან გაზრდილ ხელფასს კიდევ ერთი მუნიციპალიტეტის მერი მიიღებს - იანვრიდან ხელვაჩაურის მერის, ზაზა დიასამიძის ანაზღაურება, 5 060 ლარი გახდება. "ბათუმელების" ცნობით, აქამდე მერის ხელფასი 3 500 ლარი იყო.
გამოცემის ცინფორმაციით, გაზრდილ ხელფასებს აიღებენ მერის მოადგილეებიც. პირველი მოადგილის ხელფასი, 2 200 ლარის ნაცვლად, 3 850 ლარი იქნება, ხოლო მერის მოადგილის – 3 520 ლარი, 1800 ლარის ნაცვლად.
ხელვაჩაურის საკრებულოს დადგენილებით, ხელფასები ეზრდებათ მერიაში დასაქმებულ ყველა საჯარო მოხელეს.
იხილეთ ასევე:
"ბოცა გაძვირდა" - ქუთაისის მერიასთან აქცია-პერფორმანსით 2022 წლის ბიუჯეტს აპროტესტებენ