სავარაუდო ინფორმაციაა, რომ ოკუპანტებმა სალბიერის მხრიდან კიდევ 2 ადამიანი გაიტაცეს - ქაცარავა

გამოქვეყნდა:

საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან საქართველოს მოქალაქეების გატაცებები გრძელდება - გრემისხევიდან გუშინ 2 ადამიანი, ნიკა ბეჟიტაშვილი და კვირია ელიზბარაშვილი გაიტაცეს. ანტისაოკუპაციო მოძრაობის ინფორმაციით, უკანონო ტყვეობაში შესაძლოა კიდევ ორი ადამიანი იყოს, რომელიც სალბიერის მხრიდან აიყვანეს.

ამ საკითხზე ოფიციალური ინფორმაცია ამ დრომდე არ გავრცელებულა.

"ოკუპაციის ხაზი გადის გრემისხევის თავზე, ქედზე, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა არასდროს ადის, შესაბამისად, ოკუპანტებმა ჩვენი მოქალაქეები გაიტაცეს ჩვენი კონტროლირებადი ტერიტორიიდან. ასევე, არის სავარაუდო, ჯერჯერობით ინფორმაცია, რომ კიდევ ორი ადამიანი არს გატაცებული სალბიერის მხრიდან.

10 ადამიანი არის ცხინვალის ციხეში, რაოდენობა ძალიან გაზრდილია და ეს მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეს უკავშირდება, ხელისუფლების არგაღიზიანების პოლიტიკას", - თქვა დავით ქაცარავამ. 

ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები დღეს გრემისხევში წავლენ და სავარაუდო გატაცებულების შესახებ ინფორმაციის გაგებას საკუთარი ძალებით შეეცდებიან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი