
რუსეთმა ყაზახეთში სამხედროები გადაყვანა დაიწყო. მედიის ინფორმაციით, მედესანტეები რუსულ სამხედრო თვითმფრინავებს გადაჰყავთ. დამატებითი ძალების მობილიზება ქვეყანაში მას შემდეგ დაიწყო, რაც ОДКБ-მ, ანუ, კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციამ ყაზახეთის დახმარების გადაწყვეტილება მიიღო.
რამდენიმე ჯავშანტრანსპორტიორი და უამრავი ჯარისკაცი შევიდა ალმატის მთავარ მოედანზე ხუთშაბათს დილით, სადაც ასობით ადამიანი პროტესტს აგრძელებს.
Reuters-ის თვითმხილველები უყვებიან, რომ ისმოდა სროლის ხმა, როდესაც ჯარები დემონსტრანტებს მიუახლოვდნენ.
TASS ყაზახეთის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ საპროტესტო აქციების დროს 1 000-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათგან 400-ზე მეტი საავადმყოფოშია.
ცნობისთვის, ყაზახეთში საპროტესტო აქციები 2 იანვრიდან დაიწყო და მალევე სხვადასხვა ქალაქები მოიცვა. მოქალაქეები გაზსა და საწვავზე გაზრდილ ტარიფებს აპროტესტებდნენ. ყაზახეთში 5 იანვარს მთავრობა გადადგა, ყოფილი პრეზიდენტი ნაზარბაევი კი უშიშროების საბჭოს აღარ უხელმძღვანელებს.
ბოლო მონაცემებით ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. არეულობისა და შეტაკებების დროს 8 პოლიციელი დაიღუპა, მშვიდობიან მოქალაქეებზე კი ინფორმაცია არ ვრცელდება. ქვეყანაში პროტესტი გრძელდება. ამავე თემაზე: