ექსპერტიზის საეჭვო დასკვნა 5 თვის შემდეგ - ხელისუფლების საპასუხო რეაგირება UNESCO-ს გადაწყვეტილებაზე

გამოქვეყნდა:

ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმეზე სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა 30 დეკემბრით თარიღდება, მაგრამ შსს-მ დოკუმენტი მხოლოდ დღეს, მას შემდეგ გაასაჯაროვა, რაც ცნობილი გახდა, რომ იუნესკომ ქართველი ოპერატორი მოკლულ ჟურნალისტთა სიაში შეიყვანა.

სამხარაულის ექსპერტებს 5 თვე დასჭირდათ იმისთვის, რომ დაეწერათ - ალექსანდრე ლაშქარავა ჰეროინის მიღების გამო გამოწვეული გულსისხლძარღვთა და სუნთქვის მწვავე უკმარისობით გარდაიცვალა. 

დასკვნას ხელს დამოუკიდებელი ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძეც აწერს, რომელიც დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს თუმცა ამბობს, რომ დოკუმენტის ყველა პუნქტს ეთანხმება.

დასკვნის სანდოობაში ეჭვი შეაქვს ოჯახს და უფლებადამცველს. განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც საგამოძიებო უწყების თანხმობის მიუხედავად, სამედიცინო ექსპერტიზაში მონაწილეობა არ მიაღებინეს საერთაშორისო ექსპერტებს.

იხილეთ ასევე:



 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი