საქალაქო სასამართლომ კიდევ ერთი პოლიტიკური საქმის განხილვა დაასრულა. აღმოჩნდებიან თუ არა ბიძინა ივანიშვილის ოპონენტები განსასჯელის სკამიდან ციხის საკანში - მოსამართლე არევაძის განაჩენი ხვალ დილით გახდება ცნობილი.
ოლიგარქი ივანიშვილი ე.წ. ფულის გათეთრების საქმის დასკვნით სხდომაზე ბევრჯერ ახსენეს. მამუკა ხაზარაძემ პირდაპირ დაადანაშაულა ქვეყნის არაფორმალური მმართველი პოლიტიკურ შურისძიებაში და ბრალდებულთა იმიჯის შელახვაში.
ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეში რომ პოლიტიკური მართლმსაჯულების მკაფიო ნიშნები იკვეთება, ამაზე ოპოზიცია ღიად საუბრობს.
ასევე იხილეთ: