ვინ არის ციცინო როხვაძე | მოსამართლე, რომელმაც ბრეგაძის უწყებას მიხეილ სააკაშვილის კადრების გასაჯაროების გამო დაწესებული ჯარიმა გაუუქმა

გამოქვეყნდა:

სასამართლო კლანისთვის უპირობო მორჩილება ციცინო როხვაძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა. საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, რომელიც დავალების შემთხვევაში მზად არის საკუთარ გადაწყვეტილებაზეც უარი თქვას, სახელმწიფო ისპექტოროს სამსახურის მიერ იუსტიციის სამინისტროსთვის დაკისრებული სანქციები გააუქმა.

იურისტები ახლა როხვაძის გადაწყვეტილების დასაბუთებას ელოდებინ ზემდგომ ინსტანციაში გასასაჩივრებლად, თუმცა მანამდე საქალაქო სასამართლო უკვე დაიწყო თავის მართლება და იმის მტკიცება, რომ მიხეილ სააკაშხვილის კადრების გასაჯაროვებით კანონი არ დარღვეულა.

საუბარია იმ ვიდეომასალაზე, რომელსაც უმწვავესი რეაქცია მოჰყვა, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, თუმცა მოსამართლე როხვაძისთვის, რომელიც გამოირჩევა ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტების მისამართით აგრესიული მიდგომებით, ეს საქმეც კლანის რიგითი დავალებაა, რომელიც ზედმიწევნით შეასრულა.

იხილეთ ასევე:

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი