ძალიან მძიმეა ომბუდსმენის დასკვნა, ისაა, რასაც ჩვენ ვამბობდით, უბრალოდ მოზომილად ნათქვამი - ნიკა გვარამია

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი, ნიკა გვარამია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის კონსილიუმის შემაჯამებელ დასკვნას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დოკუმენტის შინაარსი ძალიან მძიმეა.

​"ეს ის არის, რასაც ჩვენ ველოდით, ძალიან მძიმეა, ჩემი აზრით, სახალხო დამცველის დასკვნა. ის, რომ გაუმჯობესება არ არის და აზრი არ აქვს ამ კონსილიუმის შესვლას, ვიდრე არ იქნება ცვლილებები, ბუნებრივია ისაა, რასაც ჩვენ ამდენი ხანია ვამბობთ, უბრალოდ უფრო მოზომილად ნათქვამი", - თქვა ნიკა გვარამიამ.

ცნობისთვის, ომბუდსმენის მიერ შექმნილმა კონსილიუმმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით შემაჯამებელი დასკვნა დღეს გამოაქვეყნა. ექიმების დასკვნაში ნათქვამია, რომ რეკომენდაციები არ შესრულებულა და მკურნალობის მეთოდოლოგია არ შეცვლილა.

ომბუდსმენის ინიციატივით შექმნილი კონსილიუმის დასკვნა სრულად ნახეთ აქ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი