აქციის პარალელურად, წულუკიანმა სამსახურიდან კიდევ ერთი თანამშრომელი გაუშვა  

გამოქვეყნდა:

საპროტესტო აქციის პარალელურად, თეა წულუკიანმა სამსახურიდან დღეს კიდევ ერთი თანამშრომელი გაათავისუფლა. ინფორმაციას ხელოვნების მუზეუმის ყოფილი მმართველი ეკა კიკნაძე ავრცელებს 

"დიდი მადლობა ყველას აქციაზე მოსვლისთვის.

იქ შევიტყვეთ, რომ დინარა ვაჩნაძე, რომელიც ზაფხულში ჩემთან ერთად ჩამოაქვეითეს და სასამართლოში აქვს შეტანილი სარჩელი, ასევე გაათავისუფლა წულუკიანის ადმინისტრაციამ. დღეს მიიღო ბრძანება." წერს კიკნაძე.

შეგახსენებთ, კულტურის სამინისტროსთან ხელოვანებმა, კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა, აქტივისტებმა და პოლიტიკოსებმა დრეს წულუკიანის რეპრესიული პოლიტიკა გააპროტესტეს და აქცია გამართეს 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი